2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის, საიას მისია შედგება 250 ადამიანისგან. არჩევნების დღეს, ორგანიზაცია დაფარავს 4 რეგიონის 9 მუნიციპალიტეტს.
საიას დამკვირვებლები ეყოლება თბილისის ყველა ოლქში (#1 მთაწმინდა, #2 ვაკე, #3 საბურთალო, #4 კრწანისი, #5 ისანი, #6 სამგორი, #7 ჩუღურეთი, #8 დიდუბე, #9 ნაძალადევი, #10 გლდანი), ქვემო ქართლში (#20 რუსთავი ოლქი), სამეგრელოში (#64 სენაკის, #65 მარტვილის, #67 ზუგდიდის, #68 წალენჯიხის, #69 ჩხოროწყუს ოლქები), აჭარაში (#79 ბათუმის, #83 ხელვაჩაურის ოლქები).
დამკვირვებლებთა განაწილების შესაბამისად, არჩევნების დღეს იფუნქციონირებს საიას საარჩევნო შტაბი თბილისსა და 3 რეგიონში: რუსთავში, ზუგდიდსა და ბათუმში. რეგიონული შტაბების მიერ დამუშავებული ინფორმაცია გადაეცემა ცენტრალურ შტაბს, რომელიც ასევე თბილისის ოფისში განთავსდება და პასუხისმგებელი იქნება საზოგადოებისა და სხვა ჩართული მხარეებისთვის სადამკვირვებლო მისიის მიგნებების დროულ მიწოდებაზე.
საიაში იმუშავებს ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20
შესაბამისად, საია არჩევნების დღეს დააკვირდება მობილური ჯგუფიების, უბნის პერიმეტრისა და ოლქის დამკვირვებლების მეშვეობით.
სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის შექმნილი უბნებიდან, საია დღის განმავლობაში დაფარავს 59%-ს და დათვლის პროცედურას დაესწრება უბნების 25%-ზე თვითმმართველ თემებში, 20%-ზე თვითმმართველ ქალაქებში, ხოლო 11%-ზე თბილისში.
არჩევნების დღეს საია მედია ცენტრში გამართავს სამ პრესკონფერენციას: 12:00, 16:30 და 21:00 საათზე.
საიას საარჩევნო მისიიის განხორცილება საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ღიასაზოგადოების ფონდის ((OSGF) ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.