პროექტის სახელი: 2020 წლის საქართველოს პარლამენტის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია
ხანგრძლივობა: მარტი, 2020 - დეკემბერი, 2020
ბიუჯეტი: 49 950 აშშ დოლარი
კომპონენტი: არჩევნები
დონორი: Open Society Foundation Georgia
მიზანი: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების გრძელვადიანი მონიტორინგი
ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მარდაჭერით, 2020 წლის მარტიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახალ პროექტს განახორციელებს, რომლის მიზანია 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის სამართლიანი, თანასწორი და კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში ჩართული უწყებებისა და სხვა მხარეების მონიტორინგის გზით. 9 მონიტორის საშუალებით, საია წინასაარჩევნო პროცესებს თბილისსა და რეგიონებში დააკვირდება, დაფიქსირებული დარღვევების ანალიზის საფუძველზე და მათზე რეაგირების გზით, საზოგადოებას სანდო და კვალიფიციურ ინფორმაციას მიაწვდის მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ.