დღის 18:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.
ძირითადად, დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას.
ზოგადი ტენდენციის სახით შეინიშნება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო პირთა დიდი რაოდენობით მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, რაც ხელს უშლის და საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის მშვიდ და კანონის ფარგლებში ჩატარებას.
ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა, ჯამში, 64 საჩივარი, აქედან 37 - უბნის, ხოლო 27 - ოლქის დონეზე.
14:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები შედარებით ვრცლად:
დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა:
- სამტრედიაში №51 და თელავის №5 უბნებიდან საიას დამკვირვებლები უსაფუძვლოდგამოაძევეს და არ მისცეს დაკვირვების შესაძლებლობა (ორივე შემთხვევა გასაჩივრებულია);
- სამტრედიაში №95 უბანზე საიას დამკვირვებელს არ მისცეს საშუალება, გასცნობოდნენჩანაწერთა წიგნში არსებულ ინფორმაციას და შენიშვნა დაეფიქსირებინათ მასში. საიამ ამფაქტზე საჩივარი დაწერა როგორც უბნის, ასევე, ოლქის დონეზე.
ამომრჩევლის ნების კონტროლი:
- საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში, №42 უბანზე გრძელდება ხმის მიცემის ფარულობისდარღვევის შემთხვევები. ერთი და იგივე პირი, რომელიც დაფიქსირებულია წინა განცხადებაში, ამომრჩევლებთან ერთად შედის კაბინაში და ხმას მათ ნაცვლად აძლევს. საია დარღვევას საოლქო საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრებს;
- ამომრჩეველთა ნების კონტროლის ფაქტები დაფიქსირდა უბნის შიგნით, კერძოდ: დმანისის №19 უბანზე ამომრჩევლები შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდნენ დამკვირვებლებს, რომლებიც ამ ინფორმაციის აღრიცხვას აწარმოებდნენ. ფაქტზე საიამ დაწერა საჩივარი; დუშეთის №9უბანზე ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი ინიშნავდა მოსული ამომრჩევლების მონაცემებს;
- გლდანის №79 და №84 უბნების გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა ნების კონტროლის რამდენიმე შემთხვევა. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოუწოდებენ „კოორდინატორებს“, უზრუნველყონ წინასწარ განსაზღვრული პირების მიყვანა საარჩევნო უბანზე; რუსთავის №74 და №75 უბნებზე ასევე მობილიზებულები იყვნენ კოორდინატორები, რომლებიც მისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებას ახდენდნენ.
მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევა:
- მარნეულის №7 უბანზე მარკირებული ამომრჩეველი მეორედ შევიდა უბანზე და ხელახლა მისცა ხმა.
ფარულობის პრინციპის დარღვევა:
- მარნეულის №10 უბანზე კაბინები იმგვარად არის განლაგებული, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დაფიქსირება.
არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა:
- ბაღდათის №2, თეთრიწყაროს №21 და გლდანის №80 უბნებზე ამომრჩეველს ნება დართეს, ხმა არასათანადო დოკუმენტაციით, კერძოდ, მართვის მოწმობით მიეცა.
ძალადობის შემთხვევები საარჩევნო უბანზე:
- გლდანის ოლქის N79 საარჩევნო უბანთან „პუბლიკის“ ჟურნალისტს უბნის პერიმეტრზე მყოფი ერთ-ერთი პირი თავს დაესხა. აღსანიშნავია, რომ ის მედიის სხვა წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდა და მათი მისამართით საჯაროდ იგინებოდა. ამავე უბანთან დაპირისპირების დროს სახის არეში დაზიანება მიიღო „TV პირველის“ ჟურნალისტმა ანა ახალაიამაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ნივთის დაზიანების (სსკ-ის 187-ე მუხლი) კვალიფიკაციით, რაც წარმოადგენს არასრულყოფილ კვალიფიკაციას. გამოძიება უნდა დაწყებულიყო სსკ-ის 126-ე (ძალადობა) და 154-ე მუხლებითაც (ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა). საია მოუწოდებს შსს-ს, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებისას;
- ამავე ტერიტორიაზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დამკვირვებლები. როგორცსაიასთვის ცნობილი გახდა, დაპირისპირების ერთ მხარეს, სავარაუდოდ, „ქართულოცნებასთან“ აფილირებული პირები იყვნენ, ხოლო მეორე მხარეს - დამკვირვებლები,რომელთა ვინაობაც ორგანიზაციისთვის უცნობია და რომლებსაც აიძულებდნენ,დაეტოვებინათ ტერიტორია და თავიანთი საქმიანობა შეეწყვიტათ. მოძალადეებიდამკვირვებლებს იხსენიებდნენ, როგორც „ნაციონალებს“ და ფიზიკურ და სიტყვიერშეურაცხყოფას აყენებდნენ. იმავდროულად, იქ მყოფები აღნიშნავდნენ, რომ ინციდენტისასადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას. შესაბამისად, საია მიმართავსშსს-ს, დროულად აღკვეთოს და გამოიძიოს ეს ფაქტი, რომელშიც, სავარაუდოდ, იკვეთებასისხლის სამართლის 1621-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (კენჭისყრისშენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანწინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ანძალადობის მუქარა), ასევე, 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ცეცხლსასროლიიარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლომასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოშეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).
ფოტო-ვიდეო გადაღების დარღვევა:
- მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები აგრძელებენ ამომრჩევლებისთვის სურათებისგადაღებას ახლო დისტანციიდან. ფოტოგადაღება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამისმეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება და პერსონალურმონაცემთა არაკანონიერი დამუშავება.
სხვა პროცედურული დარღვევები:
- დაფიქსირდა საარჩევნო ბიულეტენების გაცემის და ყუთში მოთავსების წესის დარღვევა. ხულოს №2 უბანში მოქალაქეს მისცეს ერთი და იგივე სახის ორი ბიულეტენი; საჩხერის №9უბანზე ამომრჩეველს ყუთის ზედამხედველმა საშუალება მისცა, ბიულეტენი საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის გარეშე მოათავსებინა.
საზღვარგარეთის უბნებზე კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები (ამ დროისთვისკენჭისყრის პროცედურები დაწყებულია შემდეგ უბნებში: ბარსელონა, ოსლო, რომი,ფრანკფურტი, ბერლინი, პარიზი, ბრიუსელი, ლონდონი, ვაშინგტონი, ათენი)
- ბარსელონაში უბანზე მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ მიმართეს შესაბამის უწყებებს დარეგისტრირებულნი არიან, თუმცა სიებში არ აღმოჩნდნენ;
- ათენის №39-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი მხოლოდ საიას მოთხოვნის შემდეგდაარეგისტრირეს, მანამდე განუმარტავდნენ, რომ დამკვირვებლები უბანზე როტაციის წესითუნდა ყოფილიყვნენ.
- ზოგადი ტენდენციის მიხედვით, ყველგან, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საუბნო საარჩევნოკომისიის წევრებს უჭირთ პროცესის თანმიმდევრულად წარმართვა.
კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებულიდარღვევები:
- ფიქსირდება უბნებზე კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების მხრიდან პირბადისარასათანადოდ ტარება.
საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოსპარლამენტის არჩევნებზე, ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი საოლქო და საუბნო დამკვირვებელიჰყავს.
საია ყურადღებას გაამახვილებს როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნისგახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე, მონიტორინგს გაუწევს საუბნო საარჩევნოკომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთანდაკავშირებით ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებსსაოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.
არჩევნების დღეს საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა დამედიაორგანიზაციებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მათთვის საინტერესოინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღისდარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში 4პრესკონფერენციას ჩაატარებს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში.პრესკონფერენცია გაიმართება: 10:00 საათზე, 14:00 საათზე, 18:00 საათსა და 21:00 საათზე.ხოლო 1-ლ ნოემბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს12:30 საათზე.
საიას საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიისგანხორციელება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის საელჩოს, დიდი ბრიტანეთისსაელჩოს, ევროკავშირისა და „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით.განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდაიურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორიორგანიზაციების შეხედულებებს.