ელ. ფოსტა: emidodashvili@gyla.ge
რეგიონი: რუსთავი
ეკატერინე მიდოდაშვილი 2008 წლიდან დღემდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის სისხლის სამართლის ადვოკატია. 2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისში სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციაზე; 2006 წლიდან არის საიას წევრი. 2006 წელს გაიარა სტაჟირება ქვემო ქართლის ფინანსური პოლიციის (ამჟამინდელი შემოსავლების სამსახური) დეპარტამენტში; ასევე 2006 წელს იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით; 2004-2006 წლებში მუშაობდა საიას რუსთავის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტისა და ადვოკატის თანაშემწედ.