ელ. ფოსტა: ltic@gyla.ge
რეგიონი: თბილისი
მარიამ აბულაძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2010 წლიდან.
2020 წლიდან დღემდე - მარიამი არის საიას ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ანალიტიკოსი.
2019-2020 წლებში -მარიამი გახლდათ საიას პროექტის „სახელმწიფოს ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა თანასწორობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით“ იურისტი.
2020 წლიდან დღემდე მარიამი გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ -პროფესორი.
2018-2019 წლებში- მარიამი გახლდათ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“ ასისტენტი.
2016- 2020 წლებში- მარიამი გახლდათ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე უფროსი მასწავლებელი (ლექტორი) საერთაშორისო საჯარო სამართალში და ადამიანის უფლებებში. ასევე, 2017 წლიდან დღემდე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი.
2010-2019 წლებში - მარიამი იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდში დირექტორის თანაშემწე. ასევე ამავე პერიოდში იგი გახლდათ, საიას ბიბლიოთეკის კოორდინატორი. მარიამი ორგანიზებას უწევდა როგორც საკვირაო სკოლას აგრეთვე ფონდის 6 თვიანი სასწავლო კურსების ფუნქციონირებას. აგრეთვე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სემინარებისა თუ ტრენინგების ორგანიზებაში.
2010 წელს მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟიორად.
2009-2010 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის მიერ დაფინანსებულ პროექტში ”გადაუდებელი იურიდიული დახმარება თბილისელებს”.
მარიამს მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებსა და ტრენინგებში.
მარიამი არის 10-მდე კვლევისა და სტატიის ავტორი/თანაავტორი,
მარიამი ასევე გახლავთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საკოორდინაციო საბჭოს და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი.
იგი ფლობს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში.
მარიამ აბულაძე ასევე გახლავთ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი.