ელ. ფოსტა: gotsiridze@gyla.ge
რეგიონი: თბილისი
2019 წლის 1 მარტიდან გიორგი არის საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი.
გიორგი გოცირიძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2009 წლიდან საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე.
2008-2009 წლებში იგი მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უფლებათა ექსპერტად;
2006-2008 წლებში კი, იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მთავარი სპეციალისტი;
2006 წელს, გიორგი, ასევე, მუშაობდა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური მთავარ სპეციალისტად;
2004-2006 წლებში გახლდათ ,,თავისუფლების ინსტიტუტის“ შიდა ქართლის რეგიონული კოორდინატორი;
2003-2004 წლებში კი, იგი იყო ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ტრენერი საარჩევნო საკითხების კუთხით, ასევე, ამავე პერიოდში, გიორგის ეკავა ლიახვის ხეობის კოორდინატორის პოზიცია.