ელ. ფოსტა: ssaldadze@gyla.ge
რეგიონი: ქუთაისი
სალომე სალდაძე გახლავთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თანამშრომელი.
2018 წლის მარტიდან დღემდე სალომე მუშაობს პროექტის „ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ იურისტის პოზიციაზე;
2016-2017 წლებში იგი მუშაობდა წინასაარჩევნო მონიტორის პოზიციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში;
2015-2016 წლებში კი, გახლდათ საია-ს მონიტორი სისხლის სამართლის საქმეებზე ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლობში;
2014-2015 წლებში იყო სტაჟიორი იურისტის თანაშემწე (სისხლის სამართალი) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში.