სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დარეჯან სალდაძე

ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე

ელ. ფოსტა: dsaldadze@gyla.ge

რეგიონი: ქუთაისი

 

დარეჯან სალდაძე 2023 წლის თებერვალში საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ აირიჩიეს. ის 2019 წლის  იანვრიდან იკავებდა  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის პოზიციას. 2018 წლის მარტიდან არჩეულ იქნა საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილედ. 

მანამდე ის იყო პროექტის ,,ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკურიუფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში" იურისტი (2018), საარჩევნო მონიტორი საიასქუთაისის ფილიალში (2017), მუშაობდა ა(ა)აიპ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის პროექტში ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირება" უფლებადამცველის პოზიციაზე (2016), გაიარა სტაჟირება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტში (2015), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პროექტის ,,სოციალური უფლებების მდგომარეობის სამართლებრივი გაანალიზება“  მკვლევარი (2015 ),  საიას ქუთაისის ფილიალში ადვოკატის თანაშემწე (2014-2015), ასევე გადიოდა სტაჟირებას იუსტიციის სამინისტროში მოქმედ სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის"  სამმართველოში (2013). 

დარეჯანი 2021 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტში მუშაობს მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე. 

მას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით, სპეციალიზირებულია ბავშვთა უფლებებსა და არასრუწლოვანთა მართმსაჯულებაში.

დარეჯანს მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ კონფერენციასა თუ სასწავლო პროგრამაში. მათ შორის, იყო GIZ-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მონაწილე პროექტის “Strengthening Civil Society in the Eastern Partnership Countries“ ფარგლებში (2022), UNICEF-ის ეგიდით ბავშვის უფლებების საკითხებზე ჩატარებული კონფერენციების მონაწილე (2021-2022),WIPO - World Intellectual Property Organization-სა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის  მსმენელი (2020), CEE Bankwatch Network-ის და მწვანე ალტერნატივას მიერ  გარემოს დაცვის სამართლის შესახებ ტრენინგების მონაწილე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სასწავლო კურსების მსმენელი (2020), ევროპის საბჭოს სასწავლო კუსის,,Child Friendly Justice and Children’s Rights” მონაწილე (2020),  Erasmus + პროექტის ,,Free speech as the bedrock of liberty" მონაწილე (2019). 

დარეჯან სალდაძე არის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის  დოქტორანტი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.  მას მინიჭებული აქვს ბაკალავრის (2017 წელი) და მაგისტრის (2019 წელი) აკადემიური ხარისხი აკაკი წერეთლის  სახელმწიფოუნივერსიტეტში.