2015 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რიგით XXII საერთო კრება გამართა. კრების დროს საიას თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა წევრების 2015 წლის ანგარიში წარუდგინეს. საერთო კრებაზე ტრადიციულად ჩატარდა არჩევნები გამგეობის ახალი წევრების ასარჩევად. კენჭისყრის შედეგად 21-კაციანი გამგეობა შვიდი წევრით განახლდა. საერთო კრებაზე წევრებს საიას გამოცემებთან ერთად დაურიგდათ 2015 წლის წლიური ანგარიში, რომელშიც აღწერილია ორგანიზაციის მიერ საანგარიშო პერიოდში (2014 წლის ოქტომბერი - 2015 წლის ოქტომბერი) გაწეული საქმიანობა.