2014 წლის 25 ნოემბერს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა პარტნიორ ორგანიოზაციებთან ერთად საქართველოს უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხის კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქართული უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხის განსაზღვრა, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათ გადასაჭრელად რეკომენდაციების შემუშავება.