26 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველმა და საიას თავმჯდომარემ დიღმის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორებს გადასცეს პოსტერები და ბროშურები. აღნიშნული ბროშურები და პოსტერები, ხელს შეუწყობს თავისუფლებააღკვეთილ პირთა ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ, რაც თავის მხრივ გარკვეულ როლს შეასრულებს არასათანადო მოპყობისა და წამების პრევენციის კუთხით.