2015 წლის 6 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში'' კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის’’ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ქალბატონ ნინო გვენეტაძეს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მიზნად ისახავდა მოსაზრებების გაცვლას სამართლებრივი რეფორმის მნიშვნელოვან საკითხებზე.