2014 წლის 4 სექტემბერს საიამ თბილისის განვითარების ფონდის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა. თბილისის განვითარების ფონდი, ისევე როგორც მისი წინამორბედი ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის მიერ იქნა დაფუძნებული, წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დახურლ დაწესებულებას წარმოადგენდა. 2005-2013 წლებში მარტო თბილისის რეაბილიტაციაზე, საბიუჯეტი სახსრებიდან, ჯამში მინიმუმ 400 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. თუმცა დღემდე უცნობი რჩება ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა: • რა პრინციპით და ვის მიერ ხდებოდა შემსრულებელი კომპანიების შერჩევა; • თითოეული პროექტის ღირებულება და ღარჯთაღრიცხვა; • რეალური ანგარიშვალდებულება დამფუძნებლის წინაშე; ამ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლო გზები და ფონდის სამომავლო პერსპექტივები იქნა შეხვედრაზე განხილული.