2015 წლის 17 სექტემებრს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილებაზე იურიდიული განმარტებები გააკეთა. საია მიიჩნევს რომ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას ხელმოწერის გარეშე შეეძლო გამოეცხადებინა გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილება გიგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას არ გულისხმობს. საიას აღმასრულებელი დირექტორის თამარ გვარამაძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, არ გულისხმობს იმას, რომ გიგი უგულავა გუშინვე სასჯელარსრულების დაწესებულებიდან უნდა გათავისუფლებულიყო. გვარამაძის განამარტებითვე, არსებობს ორი გზა: ერთი მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯოს საკითხი და გაათავისუფლოს გიგი უგულავა, ან დაცვის მხარემ მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით და მის საფუძველზე გაათავისუფლოს თბილისის ყოფილი მერი.