საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2016 წლის 11 თებერვალს კვლევის - „საჯარო მოხელის შეფასების სისტემა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო“ პრეზენტაცია გამართა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემების შესწავლა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით საჯარო მოხელის შეფასებისათვის დადგენილი ძირითადი მიმართულებების ანალიზი. ასევე იმ საკითხების განხილვა, რომელებიც „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით უნდა მოწესრიგდეს.