საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 22 დეკემბერს საზოგადოებას წარუდგინა კვლევა - „საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვები წესის გარეშე“. კვლევამ შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები გამოკვეთა: 2010-2015 წლებში საქართველოში არსებული შვიდი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, ეროვნული უშიშროების საბჭო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო), საერთო ჯამში, 747,407,518 ლარის ღირებულების 2752 საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა; დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ლინკს: https://gyla.ge/ge/post/saiam-saidumlo-sakhelmtsifo-shesyidvebi-tsesis-gareshe-kvlevis-prezentacia-gamarta