2015 წლის 27 დეკემბერს საიას აჭარის ფილიალმა დაარსებიდან ოცი წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებაზე მოეწყო ფოტო გამოფენა, რომელშიც საიას აჭარის ფილიალის ისტორია არის ასახული. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი დაფუძნდა 1995 წლის ოქტომბერში. ამ დროისათვის ის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო რეგიონში, რომელმაც შეძლო დაპირისპირებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 90-იან წლებში ჩამოყალიბებულ რეჟიმს. ფილიალის დაფარვის ზონა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები).