2015 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები დაფიქსირდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატივისცემის თვალსაზრისით. კონკრეტული საქმეებისა და ტენდენციების პარალელურად, რომლებიც უარყოფით შეფასებას იმსახურებს, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ, მიუხედავად ამ მიმართულებით გადადგმული გარკვეული ნაბიჯებისა, ვერ იქნა მიღწეული უფლებების ეფექტური რეალიზაციისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინსტიტუტების - შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სასამართლოს - პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა და ეფექტურობა. განცხადების სრული ვერსია იხილეთ ლინკზე : https://gyla.ge/ge/post/saias-shefaseba-2015-tsels-saqartveloshi-adamianis-uflebata-dacvis-mdgomareobis-shesakheb