საია ქვეყნის მასშტაბით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღიან კამპანიას შეუერთდა, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. გოგონათა ადრეული ქორწინების წინააღმდეგ "ქალთა მოძრაობის" მიერ გამართულ აქციებში მონაწილეობა საიას სათაო ოფისთან ერთად ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისის, გორისა და თელავის ოფისების წარმომადგენლებმაც მიიღეს .