17 ივნისს, კოალიციამ ,, „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ფორუმი გამართა. ფორუმზე წარმოადგინეს რეკომენდაციები, რომელთა მიზანია სამართლის აღსრულება ჩადენილი დარღვევების მიმართ იმგვარად, რომ პროცესი დაცული იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან. ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ ხელისუფლების აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების წარმომადგენლები, პრაქტიკოსი იურისტები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები.