2016 წლის 10 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის „საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება“ შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას წარედგინა პროექტის ფარგლებში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ შემუშავებული ერთობლივი რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ერთობრივი რეკომენდაციები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, საარჩევნო დავები, გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბნები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველთა მოსყიდვა, მედია რეგულაციები და სხვა. პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტს წარედგინება.