2014 წლის 3 ივლისს საიამ და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ფონდი ,,კონსტანტას" საქმეზე ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშებისა თუ კვლევების მიხედვით, საქართველოში საკუთრების უფლება წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასობრივად დარღვეულ უფლებას წარმოადგენდა. ამ ფაქტს დღევანდელი ხელისუფლება სადაოდ არ ხდის. თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფოს რეაგირება ამ დარღვევაზე არაეფექტურია. უფრო მეტიც, რამდენიმე საგამონაკლისო საქმის გარდა, საკუთრების უფლების დარღვევებზე რეაგირება ფაქტობრივად არ მომხდარა. ჩვენთვის ცნობილ საქმეთა აბსოლუტურ უმრავლესობაში გამოძიება ან არ დაწყებულა ან არაეფექტურად მიმდინარეობს. როგორც ჩანს, დღის წესრიგში აღარ დგას აღნიშნული ტიპის დარღვევებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმის შექმნა. სახელმწიფო არც იმ პირთა უფლებების აღდგენას უზრუნველყოფს, რომლებსაც აიძულეს საკუთრება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ. სამართალდამცავი და ადმინისტრაციული ორგანოები არ ცდილობენ საკუთარი უკანონო გადაწყვეტილებების გადასინჯვას, რისი უფლებამოსილებაც მათ კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ და ა.შ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ --> http://gyla.ge/geo/news?info=2186#sthash.RKa9AJuh.dpuf