2015 წლის 15 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში ფილმის „2014“ - მოკლული ქალების ხმა, მიწვდენილი საზოგადოებისთვის მათი სიკვდილის შემდეგ" პრემიერა გაიმართა. ფილმი გადაღებულია პროექტის - “საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით”ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ფილმი გადაღებულია "StudioMobile - Accent on Action სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე" მიერ. ფილმის რეჟისორია ლიანა ჯაყელი. დოკუმენტური ფიმლი ქალთა მიმართ განხორცილებულ ძალადობას და მათ მკვლელობებს ეხება.