2015 წლის 27 იანვარს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, სპეციალურ უბნებთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართეს. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება. (https://gyla.ge/ge/post/khelisufleba-samkhedro-mosamsakhureebis-khmis-micemis-tsess-arsebitad-ar-cvlis)