2014 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა კვლევის პრეზენტაცია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის“ შესახებ. წარმოდგენილ კვლევაში გაანალიზებულია რამდენად ეფექტური იყო და არის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიმართულებით. ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გატარება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებას. დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე --> http://gyla.ge/geo/news?info=2362