2012 წლის 10 აგვისტოს ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისში, კამპანია „ეს შენ გეხება“ -მ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლოდროინდელ საქმიანობასა და წინსაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს მიმართვა საერთაშორისო დამკვირვებლების, ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის.