საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიში მოიცავს 2012 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მონიტორინგი ხორციელდებოდა თუ რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა მოსამართლეთა დანიშვნა, მივლინება, დისციპლინური სამართალწარმოება და საბჭოს საქმიანობა. (http://gyla.ge/geo/news?info=1420)