2014 წლის 21 და 22 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებებთან, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე განხილული იყო ის ძირითადი პრობლემური საკითხები, რომელიც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა-გაცემის მიმართულებით არსებობს და რომლის გადაჭრაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობას საქართველოში.