2013 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა ჩაატარა კვლევა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელშიც გაანალიზებულია გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით მედიის მდგომარეობა 2006 წლის იანვრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე პერიოდში. კვლევის მიზანს წარმოადგენს მედიის კუთხით გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების გამოვლენა და ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხელშეწყობა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ - http://gyla.ge/geo/news?info=1893