2015 წლის 21 დეკემბერს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ორგანიზებით, საქართველოს სასამართლო სისტემის გამოწვევების შესახებ, საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართა. ფორუმი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა დუგლას ბოლიმ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ-ნინო გვენეტაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ გახსნეს. მოწვეულმა სტუმრებმა სასამრთლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ფორუმს მხარს უჭერს ამერიკის მთავრობა USAID-ის პროექტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) საშუალებით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.