2014 წლის 30 ივლისს, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” (TI) ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც კვლევის პრეზენტაცია შედგა. ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევა შეეხება მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემას და მასში გაერთიანებულია მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი, გააზრებულია საერთაშორისო სტანდარტები და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე -> http://gyla.ge/geo/news?info=2245#sthash.GMzXcNrq.dpuf