ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსში" ილიაუნის სამართლის სკოლის ორგანიზებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში გადაღებული ფილმის „2014 - მოკლული ქალების ხმა, მიწვდენილი საზოგადოებისთვის მათი სიკვდილის შემდეგ" ჩვენება გაიმართა. ფილმი გადაღებულია პროექტის - “საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით” ფარგლებში. ფილმის თრეილერი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე ----> https://www.youtube.com/watch?v=I8p1o10lg30