საია 2012 წლიდან ახორციელებს პროექტს _ ,,დევნილობასთან დაკავშირებული პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის ინოვაციური გზები“, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ და ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მეშვეობით. 2013 წლის 03 აპრილს საიამ გამართა პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევის „დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე (სამართლებრივი ანალიზი, სასამართლო პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები)“ _პრეზენტაცია. (http://gyla.ge/geo/news?info=1491)