2011 წლის 19 დეკემბერს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას შრომით უფლებებთან დაკავშირებულ კვლევა წარუდგინა. 2010 წლის ბოლოდან საია ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ახალგაზრდა იურისტები ძირითადი შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისა და წახალისებისთვის საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდა იმ ადამიანებს, რომელთა შრომითი უფლებებიც დაირღვა.