სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის იურისტის პოზიციაზე

უკან

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. 

ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 9 რეგიონში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას. 

ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესებისგზით.

 

პოზიციის დასახელება -  სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

სამუშაო განაკვეთი - სრული (10:00-18:00. მოიცავს 1-საათიან შესვენებას)

სამუშაო ადგილი - თბილისი

გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

 

ორგანიზაციული ბენეფიტები:

-        ჯანმრთელობის დაზღვევა;

-        თანამშრომლის საპენსიო შენატანის 2%-ის ანაზღაურება;

-        4-საათიანი სამუშაო დღე პარასკევობით;

-        კონკრეტულ დღეებში, შეთანხმებით, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.

 

საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის იურისტის ძირითადი ფუნქციები:

- ბენეფიციარების ინტერესების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს კომიტეტების წინაშე და ამ მიზნით საჩივრების და სხვა წერილობითი დოკუმენტაციების მომზადება ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე;

- პირადი, სატელეფონო, ონლაინ და წერილობითი კონსულტაციების გაცემა საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით;

- ორგანიზაციაში შემოსული განცხადებებისა და საქმეების გაცნობა და მათზე შესაბამისი რეაგირება;

- პრობლემური სამართლებრივი საკითხების (კონკრეტული სფეროს ფარგლებში) შესწავლა/გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში მათზე წერილობითი დასკვნების/ ანგარიშების მომზადება; 

- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს კომიტეტების პრაქტიკის მოძიება და ანალიზი;

- სხვადასხვა ღონისძიებებში, თემატურ სამუშაო ჯგუფებში, დისკუსიებსა და კონფერენციებში მონაწილეობა;

- პრეს-რელიზების მომზადება;

- გაწეული საქმიანობის თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადება. 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება;

- საერთაშორისო სამართლის მიმართულებით  მუშაობის გამოცდილება.

- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე); 

- სასურველია რუსული ენის ცოდნა;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით. 

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

-        რეზიუმე (CV);

-        სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე შესრულებული);

-        ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

-        მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების გადარჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას ინგლისურ ენაზე;

მესამე  ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე - ejokhidze@gyla.ge, subject: საარჩევნო ანალიტიკოსი. 

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს ხელშეკრულებას გამოსაცდელი ვადით, 3 თვით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, შეფასდება გაწეული საქმიანობდა და ამის მიხედვით გაგრძელდება თანამშრომლობა.

 

ელექტრონული განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2022 წლის 10 ოქტომბერი, 23:59.

საკონტაქტო პირი ვაკანსიასთან დაკავშირებულ საკითხებზე: თათო ონიანი, toniani@gyla.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ელენე ჯოხიძე, ejokhidze@gyla.ge.