საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს შემდეგი თემატიკის ადრეული ქორწინების პრობლემა საქართველოში ვიდეო რგოლის მომზადებაზე:
პირობები:
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა დაამზადოს ვიდეო რგოლი.
- რგოლი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს სატელევიზიო სოციალური რგოლისთის განკუთვნილ სტანდარტებს (ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 30 წამი);
- რგოლი უნდა იყოს მზად 15 აპრილისთვის;
- რგოლის დასამზადებლად შეირჩევა ერთი კომპანია;
- საია იტოვებს უფლებას შეცვალოს/დააკონკრეტოს თემატიკა და მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენილი სცენარის დაზუსტება/შეცვლაში.
- გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფასის, ხარისხისა და შესრულების დროის მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა 2016 წლის 21 მარტის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების და მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლის მომზადებისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის შესახებ;
- შესრულებული სამუშაოს ბმულები;
- ამ განცხადებაში მითითებული თემის მიხედვით სატელევიზიო სოციალური რგოლის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი დღგ-ს ჩათვლით;
- ამ განცხადებებში მითითებული თემის მიხედვით, სოციალური რგოლის სავარაუდო სცენარი;
- ინფორმაციავიდეო რგოლის დამზადებისათვის საჭირო ვადების შესახებ.
განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე: chikhladze@gyla.ge; pr@gyla.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სამუშაო საათებში (10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 07 05 21 ნინო ჩიხლაძე, 577 07 05 00 ლევან ქათამაძე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში: “საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით”. პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.