სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საპარლამენტო პროცესების მონიტორის პოზიციაზე

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საპარლამენტო პროცესების მონიტორის პოზიციაზე

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან. 

ორგანიზაციის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. 

ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 9 რეგიონში, მათ შორის აჭარაში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას. 

ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესებისგზით.

 

პროექტი: ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევის, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით.

პროექტის მიზანი: კვლევაზე დაფუძნებული ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავების, უსაფრთხოების სექტორში ადვოკატირების კამპანიისა და საზოგადოების ინფორმირებულობის პროგრამების შეთავაზებით საპარლამენტო და სასამართლო კონტროლის მექანიზმების დახვეწისა და გაძლიერების ხელშეწყობა.

მონიტორის ვალდებულებები:

1. საპარლამენტო განხილვებზე დასწრება (საკომიტეტო განხილვები და პარლამენტის სხდომები);

2. საპარლამენტო განხილვების ოქმების და სტენოგრამების შესწავლა;

 

სამუშაო პირობები:

1. შეირჩევა მონიტორი, რომელთანაც გაფორმდება 1 წლიანი მომსახურების ხელშეკრულება;

2. ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, მონიტორმა უნდა წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და მონიტორინგის შესახებ აცნობოს პროექტის უშუალო ხელმძღვანელს;

4. ვაკანსია გულისხმობს ნახევარ განაკვეთს და შეთავსებადია სხვა სამსახურთან;

 

კანდიდატის გამოცდილება და უნარ-ჩვევები:

1. გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომსახურების ფასის, შესრულების ვადებისა და მონიტორის გამოცდილების გათვალისწინებით;

2. განაცხადის წარმომდგენი უნდა იყოს სულ ცოტა სამართლის ბაკალავრი;

3. განაცხადის წარმომდგენს სასურველია ქონდეს საპარლამენტო სფეროს კვლევის გამოცდილება.

4. კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამუშაოს ორგანიზების უნარი, მაღალი შრომის დისციპლინა, შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი, საოფისე კომპიუტერული პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი.

 

კონკურსის ეტაპები:

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

- ორგანიზაცია იტოვებს უფლებას კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა ან დამატებითი გასაუბრება. 

 

განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება.

დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულ მისამართზე info@gyla.ge, 2022 წლის 8 აპრილს დღის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს CV.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ ფოსტაზე - lchkhetiani@gyla.ge.

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. საიას პარტნიორია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და CRRC საქართველო.