სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულების ადვოკატის პოზიციაზე

უკან

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან. 

ორგანიზაციის მიზანია  საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. 

ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 9 რეგიონში, მათ შორის აჭარაში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას. 

ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესებისგზით.

 

პოზიციის დასახელება -  სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი

სამუშაო განაკვეთი - სრული 

სამუშაო ადგილი - თბილისი

გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე

ანაზღაურება 1422-2000  ლარის (დარიცხული) ფარგლებში (კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით)

 

ჩვენ გთავაზობთ:                                                    

სწავლას, განვითარებას, კარიერულ და პროფესიულ წინსვლას;

მეგობრულ სამუშაო გარემოს; 

ჯანმრთელობის დაზღვევას;

საპენსიო ფონდის 2%-ის ანაზღაურებას;

ყოველი კვირის პარასკევს 4 საათიან სამუშაო დღეს; 

ადვოკატის ძირითადი ფუნქციები:

- პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გაცემა;

- საია-ს იურიდიული დახმარების კრიტერიუმების შესაბამისად საადვოკატო საქმეებზე მუშაობა და მასზე უფასო საადვოკატო მომსახურების განხორციელება;

- მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში;

- ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და  შესაბამისი რეაგირება;

- სამართლებრივი  დოკუმენტების მომზადება;

- პრობლემური სამართლებრივი საკითხების შესწავლა/გაანალიზება, და საჭიროების

- მათზე წერილობითი დასკვნების მომზადება;

- კანონპროექტებზე დასკვნების მომზადების პროცესში ჩართულობა;

- სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება;

- ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით;

- საადვოკატო საქმიანობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- ბენეფიციარებთან სწორი კომუნიკაციის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;

 

ეტაპები:

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე  ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას;

- მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე. 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით

ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულისგათვალისწინებით გაგრძელდება კონტრაქტი განსაზღვრული ვადით. 

 

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 22 სექტემბერი, 18:00 საათი

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - anitabidze@gyla.ge