საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის.
ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 9 რეგიონში, მათ შორის ზუგდიდში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას.
ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესებისგზით.
პოზიციის დასახელება - სამოქალაქო ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი
სამუშაო განაკვეთი - სრული
სამუშაო ადგილი - საიას რუსთავის ოფისი
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე
ანაზღაურება 1400 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
სწავლას, განვითარებას, კარიერულ და პროფესიულ წინსვლას;
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
საპენსიო ფონდის 2%-ის ანაზღაურებას;
ყოველი კვირის პარასკევს 4 საათიან სამუშაო დღეს;
ადვოკატის ძირითადი ფუნქციებია:
- პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გაცემა;
- საია-ს იურიდიული დახმარების კრიტერიუმების შესაბამისად საადვოკატო საქმეების წარმოებაში მიღება და მასზე უფასო საადვოკატო მომსახურების განხორციელება;
- მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში;
- ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- პრობლემატური სამართლებრივი საკითხების შესწავლა/გაანალიზება, და საჭიროების
- მათზე წერილობითი დასკვნების მომზადება;
- კანონპროექტებზე დასკვნების მომზადების პროცესში ჩართულობა;
- სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით;
- სასურველია საადვოკატო საქმიანობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
უნარ-ჩვევები
- სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
- სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ეტაპები:
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიაწ წერით დავალებას;
- მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელიპერიოდით.
ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულისგათვალისწინებით გაგრძელდება კონტრაქტი განსაზღვრული ვადით.
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 31 აგვისტო, 18:00 საათი
საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - anitabidze@gyla.ge