საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან.
ორგანიზაციის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის.
ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესებისგზით.
პოზიციის დასახელება - პროგრამის ასისტენტი
სამუშაო განაკვეთი - სრული
სამუშაო ადგილი - თბილისი
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე
ანაზღაურება - 1200-1500 ლარი
პროგრამის ასისტენტი იმუშავებს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში, რომლის პრიორიტეტებია: სასამართლო სისტემა, საპარლამენტო კონტროლი, არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობა და საჯარო ფინანსები.
ჩვენ გთავაზობთ:
სწავლას, განვითარებას, კარიერულ და პროფესიულ წინსვლას;
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
საპენსიო ფონდის 2%-ის ანაზღაურებას;
ყოველი კვირის პარასკევს 4 საათიან სამუშაო დღეს;
36 საათიან სამუშაო კვირას (შესვენების 1 საათი ითვლება სამუშაო დროში);
ძირითადი ფუნქციები:
- პროგრამული პროექტების მართვაში პროგრამის დირექტორის ტექნიკური მხარდაჭერა;
- პროგრამის დირექტორთან და პროექტების კოორდინატორებთან მჭიდრო კოორდინაციით პროექტთან/პროგრამასთან დაკავშირებული კამპანიების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, კონფერენციების, აქციების, ფორუმების, მრგვალი მაგიდების და სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- პროექტული ანგარიშების მომზადება;
- პროგრამის/პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ხელშეკრულების, მიღება ჩაბარების აქტების და ფინანსური დოკუმენტების მომზადება;
- პროექტის/პროგრამის ფარგლებში ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება;
- პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე რეგიონული ოფისების წარმომადგენლებთან, თანამშრომლობა და კოორდინაცია;
- პროგრამის დირექტორის მითითებით სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით (გამონაკლის შემთხევებში საია განიხილავს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა განაცხადებსაც);
- პროგრამის პრიორიტეტულ სფეროებში არსებული სფეროების ინტერესი;
- ინგლისურის ენის სრულყოფილად ცოდნა.
უნარ-ჩვევები
- სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
კონკურსის ეტაპები
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებას იტოვებს, დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.
დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების და კანდიდატის აღნიშნულ პოზიციასთან შესაბამისობის საფუძველზე.
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 16 აპრილი, 18:00 საათი;
საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე
ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge