სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში ანალიტიკოსის პოზიციაზე

უკან

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. 

ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 9 რეგიონში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას. 

ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესებისგზით.

ანალიტიკოსი იმუშავებს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში. 

პროგრამის მიზანია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისათვის სისტემური ცვლილების მიღწევა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სოციალური და ეკონომიკური უფლებები, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.

 

პოზიციის დასახელება -  ანალიტიკოსი

სამუშაო განაკვეთი - სრული 

სამუშაო ადგილი - თბილისი

გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე

ანაზღაურება - 1422 - 2000 ლარის ფარგლებში

 

ძირითადი ფუნქციები:

- სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, ასევე სოციალური და ეკონომიკური უფლებების  მიმართულებით მუშაობა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;

- ამ მიმართულებით საკანონმდებლო და პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

- საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების გაცნობა და პროგრამული მიმართულების კომპეტენციას მიკუთვნებული ინიციატივების იდენტიფიცირება;

- საჯარო განცხადებების პროექტების მომზადება;

- შეხვედრების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;

- პროგრამაში შემავალი პროექტების პერიოდული ანგარიშების და საორგანიზაციო დოკუმენტების მომზადება;

- ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებთან  მჭიდრო და მუდმივი კომუნიკაცია;

- სამართლებრივი კორესპონდენციის წარმოება.

- სამუშაოსთან დაკავშირებული  სხვა უფლება - მოვალეობების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება;

- პროფესიით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერა და მეტყველება).

 

უნარ-ჩვევები:

-  ანალიტიკური აზროვნების და აკადემიურად წერის უნარი;

-  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 

-  სამუშაოს ორგანიზების უნარი;

-  შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

-  გუნდურად მუშაობის უნარი;

- კრიტიკული ანალიზის და პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის უნარი; 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

აპლიკანტის მიერ წარსულში მომზადებული წერილობითი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც საუკეთესოდ გამოავლენს კანდიდატის უნარ-ჩვევებს, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 

 

ეტაპები

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. 

 

საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე. 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს. 

 

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

 

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით  კონტრაქტი გაგრძელდება

 განსაზღვრული ვადით.  

 

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 მარტი, 18:00 საათი. 

 

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - anitabidze@gyla.ge