სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ანალიტიკოსი

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ანალიტიკოსის ვაკანსიაზე. 

 

პროექტის დასახელება: Promoting Judicial Independence and Protecting Human Rights in Georgia

 

ძირითადი ფუნქციები:

- პროექტის ფარგლებში კვლევების მომზადებაში მონაწილეობა (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის, სასამართლო სისტემის ადმინისტრირების და სხვა საკითხებზე);

- პროექტის ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებებზე მოსაზრებებისა და დასკვნების მომზადება, საკანონმდებლო წინადადებების მომზადება;

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი;

- პროექტის ფარგლებში საჯარო განცხადებების პროექტების მომზადება;

- პროექტის ფარგლებში გასაგზავნი წერილების მომზადება;

- პროექტის ფარგლებში შეხვედრების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;

- პროექტის პერიოდული ანგარიშების და საორგანიზაციო დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;

- თავისი კომპეტენციის ფარგლებში საიას რეგიონულ ოფისებთან კომუნიკაცია;

- საიას სახელით სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობის განხორციელება;

- საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციის გაწევა პროექტის ფარგლებში ჩართული პირების (ასისტენტი, მონიტორი) საქმიანობისათვის;

- გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება; 

- საიას სახელით  ტელე-რადიო გადაცემებში მონაწილეობა;

- სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;

- საიას სახელით მონაწილოების მიღება სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში, კონფერენციებში, მრგვალ მაგიდებსა და  დისკუსიებში;

- სამართლებრივი კორესპონდენციის წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება. სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხის ქონა;

- ადმინისტრაციული სამართლის ცოდნა; ამასთან უპირატესობა მიენიჭება ორივე, ადმინისტრაციული სამართლის და სისხლის სამართლის მცოდნეს;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერა და მეტყველება);

- ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება.

 

უნარ-ჩევები:

- მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და წერის უნარი;

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

- სამოტივაციო წერილი;

- კონკურსანტის მიერ შესრულებული კვლევების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

- ერთი წერილობითი რეკომენდაცია კონკურსანტის უშუალოდ აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ;

- ადვოკატის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ეტაპები:

განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 17 თებერვალი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494.

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge