სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

აცხადებს კონკურსს საარჩევნო ანალიტიკოსის პოზიციაზე

უკან

პროექტის მიზანს წარმოადგენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის სამართლიანი, თანასწორი და კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში ჩართული უწყებებისა და სხვა მხარეების მონიტორინგის მიზნით. პროექტი ხორციელდება ფონდი ღია საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე.

ანალიტიკოსი იმუშავებს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში. 

პროგრამის მიზანია, ქვეყანაში ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის მისაღწევად სისტემური ცვლილების ადვოკატირება და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობა. 

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სასამართლო სისტემა, საპარლამენტო კონტროლი, არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობა და საჯარო ფინანსები.

 

პოზიციის დასახელება -  საარჩევნო ანალიტიკოსი

სამუშაო განაკვეთი - სრული 

სამუშაო სპეციფიკა - პოზიცია გულისხმობს დისტანციურად მუშაობას

ანაზღაურება - 900/1200 ლარის ფარგლებში. 

 

ძირითადი ფუნქციები:

ა) პროექტის ფარგლებში წინასაარჩევნო და  შემდგომი პერიოდის გარემოს შეფასება, გამოვლენილი დარღვევების/ტენდენციების ანალიზი და კვლევის მომზადება; 

ბ)პროექტის მონიტორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და ანალიზი; 

გ) საჯარო  განცხადებების პროექტების მომზადება;

დ) პროექტის ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მოსაზრებებისა და დასკვნების მომზადება;

ე)მჭიდრო კოორდინაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან და დაინტერესებულ პირებთან, ასევე საიაში საარჩევნო საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებთან;

ვ)მიუკერძოებლობის და არა პარტიულობის შენარჩუნება  საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა აქტივობაში. 

ზ) მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

თ) პერიოდული ანგარიშების მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება; 

- შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 

- საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა და ინტერესი;

- ინგლისური ენის ცოდნა (წერითი და საკომუნიკაციო უნარები).

უნარ-ჩვევები 

- გამართული წერა და მეტყველება ქართულ ენაზე;  

-  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 

-  სამუშაოს ორგანიზების უნარი;

-  შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

- კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი; 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

- აპლიკანტის მიერ წარსულში მომზადებული წერილობითი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც საუკეთესოდ გამოავლენს კანდიდატის უნარ-ჩვევებს.

 

ეტაპები

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. 

 

საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე. 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს. 

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გაგრძელდება კონტრაქტი პროექტის ვადით. 

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 14 ივნისი, 18:00 საათი

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - anitabidze@gyla.ge