სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში ანალიტიკოსის პოზიციაზე

უკან

ანალიტიკოსი იმუშავებს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში. 

პროგრამის მიზანია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისათვის სისტემური ცვლილების მიღწევა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები.

 

პოზიციის დასახელება -  ანალიტიკოსი

სამუშაო განაკვეთი - სრული 

სამუშაო ადგილი - საიას თბილისის ოფისი

 

ძირითადი ფუნქციები:

ა)თანასწორობის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მიმართულებით მუშაობა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;

ბ)ამ მიმართულებით საკანონმდებლო და პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ)საია-ს სახელით სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში, დისკუსიებში, მრგვალ მაგიდებსა და კონფერენციებში ჩართულობა;

დ) სხვადასხვა სამართლებრივი კორესპონდენციის წარმოება;

ე)სამუშაოსთან დაკავშირებული  სხვა უფლება - მოვალეობების შესრულება.


 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება;

- პროფესიით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერა და მეტყველება).

 

უნარ-ჩვევები 

- გამართული წერა და მეტყველება ქართულ ენაზე;  

-  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 

-  სამუშაოს ორგანიზების უნარი;

-  შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

-  გუნდურად მუშაობის უნარი;

- კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი; 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

აპლიკანტის მიერ წარსულში მომზადებული წერილობითი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც საუკეთესოდ გამოავლენს კანდიდატის უნარ-ჩვევებს, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 

ეტაპები

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. 

 

საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე. 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს. 

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით კონტრაქტი გაგრძელდება განსაზღვრული  ვადით. 

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 26 მარტი, 18:00 საათი

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - anitabidze@gyla.ge