ანალიტიკოსი იმუშავებს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში.
პროგრამის მიზანია, ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამ მიზნით
პროგრამა, მათ შორის, მუშაობს საარჩევნო გარემოს, საპარლამენტო კონტროლის და საჯარო მმართველობის რეფორმირების საკითხებზე.
პოზიციის დასახელება - ანალიტიკოსი
სამუშაო განაკვეთი - სრული
სამუშაო ადგილი - საიას თბილისის ოფისი
ძირითადი ფუნქციები:
ა) ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;
ბ) საჯარო განცხადებების პროექტების მომზადება;
გ) შეხვედრების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
დ) პროგრამაში შემავალი პროექტების პერიოდული ანგარიშების და საორგანიზაციო დოკუმენტების მომზადება;
ე) ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო და მუდმივი კომუნიკაცია;
ვ) სამართლებრივი კორესპონდენციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განალთლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი საჯარო სამართალში);
- პროფესიით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერა და მეტყველება).
უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
- კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი;
წარმოსადგენი დოკუმენტები:
აპლიკანტის მიერ წარსულში მომზადებული წერილობითი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც საუკეთესოდ გამოავლენს კანდიდატის უნარ-ჩვევებს.
ეტაპები
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გაგრძელდება კონტრაქტი განსაზღვრული ვადით.
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 16 მარტი, 18:00 საათი
საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - anitabidze@gyla.ge