სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს კონკურსს ანალიტიკოსის ვაკანსიაზე

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ანალიტიკოსის ვაკანსიაზე

პოზიციის დასახელება: პროექტის ანალიტიკოსი

ძირითადი ფუნქციები:

- ანალიტიკურ დოკუმენტებზე მუშაობა (მათ შორის: საარჩევნო კანონმდებლობის კვლევა და ანალიზი; გრძელვადიანი და მოკლევადიანი საარჩევნო მონიტორინგის ანგარიშების მომზადებაში ჩართულობა; საჯარო განცხადებების მომზადება; ორგანიზაციის საარჩევნო მისიაში აქტიური ჩართულობა);

- შეხვედრების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;

- გაწეული სამუშაოს, პროექტის პერიოდული ანგარიშების და საორგანიზაციო დოკუმენტების მომზადება;

-  სააიში საარჩევნო საკითხებში ჩართულ თანამშრომლებთან  მჭიდრო და მუდმივი კომუნიკაცია;

- სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში, კონფერენციებში, მრგვალ მაგიდებსა და  დისკუსიებში ჩართულობა;

- სამართლებრივი კორესპონდენციის წარმოება და სხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება;

- პროფესიით მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;

- საარჩევნო სამართლის ცოდნა;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერა და მეტყველება).

უნარ-ჩვევები

- მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და წერის უნარი;

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

- აპლიკანტის მიერ წარსულში მომზადებული წერილობითი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც საუკეთესოდ გამოავლენს კანდიდატის უნარ-ჩვევებს.

 

ეტაპები

- განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 21 თებერვალი 

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge