საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საპარლამენტო პროცესების მონიტორის პოზიციაზე.
პროექტი: უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება
პროექტის მიზანი: კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, ასევე საპარლამენტო და უსაფრთხოების სექტორში ადვოკატირების კამპანიის გზით, უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების დახვეწისა და გაძლიერების ხელშეწყობა.
მონიტორის ვალდებულებებია:
1. დაესწროს საპარლამენტო განხილვებს (საკომიტეტო განხილვები და პარლამენტის სხდომები);
2. შეისწავლოს საპარლამენტოს განხილვების ოქმები და სტენოგრამები;
3. მოამზადოს საპარლამენტო განხილვების შეჯამების ანალიტიკური დოკუმენტები.
პირობები:
1. შეირჩევა მონიტორი, რომელთანაც გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
2. ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, მონიტორმა უნდა წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და მონიტორინგის შესახებ აცნობოს პროექტის უშუალო ხელმძღვანელს;
3. გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომსახურების ფასის, შესრულების ვადებისა და მონიტორის გამოცდილების გათვალისწინებით;
4. განაცხადის წარმომდგენი უნდა იყოს სულ ცოტა სამართლის ბაკალავრი;
5. ვაკანსია შეუთავსებელია სხვა სრულგანაკვეთიან სამსახურთან;
დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე info@gyla.ge, 2019 წლის 22 ივლისის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს CV.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგწეროთ ფოსტაზე info@gyla.ge