სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციაზე

უკან

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადმინისტრაციის მიზანია, უზრუნველყოს ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირება, პროგრამებისა და პროექტების ფინანსური და ადმინისტრაციული მომსახურება. ადმინისტრაცია ასევე პასუხს აგებს ორგანიზაციულ განვითარებაზე მიმართული ღონისძიებების გატარებაზე. 

ადმინისტრაციული დირექტორის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზაციის პროგრამულ საქმიანობათა ადმინისტრაციული მხარდაჭერის, ფინანსური სიცოცხლისუნარიანობისა და ორგანიზაციული განვითარების ღონისძიებების უზრუნველყოფა. ასევე, ორგანიზაციის მდგარად განვითარებაზე ზრუნვა ფინანსური, ინსტიტუციური და ადამიანური კაპიტალის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული 
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე 
ხელშეკრულების ვადა: 3 წელი
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
** საპენსიო ფონდის 2%-ის ანაზღაურებას;
** ყოველი კვირის პარასკევს 4 საათიან სამუშაო დღეს.

ადმინისტრაციული დირექტორის ძირითადი ფუნქციები: 

** ადმინისტრაციაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირება და ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე თანამშრომლების საქმიანობის ზედამხედველობა;
** დირექტორთა საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულება;
** გრანტების მენეჯმენტის სისტემის განვითარების ხელშეწყობა და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ორგანიზაციის ფინანსური მდგრადობის შენარჩუნების და გაზრდის მიზნით;
** ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად, ორგანიზაციის ფონდების მოძიების სტრატეგიის შემუშავება;
** პროექტების დაფინანსების მოძიებაზე პასუხისმგებელი პირის საქმიანობის ზედამხედველობა და საპროექტო განაცხადების ხარისხის კონტროლი;
** მუდმივი კომუნიკაცია დონორ ორგანიზაციებთან, მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებზე;
** ასოციაციის ფულადი სახსრებსა და მატერიალური რესურსების განკარგვა და შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციაზე ხელმოწერა;
** ადამიანური რესურსების სამსახურის ზედამხედველობა, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ზრუნვა და ასოციაციის თანამშრომელთა ცნობებზე ხელმოწერა;
** ორგანიზაციის ერთიანი პროგრესის, ფინანსური ანგარიშების პროექტების და ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დირექტორთა საბჭოზე წარდგენა;
** ორგანიზაციის ფინანსური მართვისა და შესყიდვების სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 
** ორგანიზაციის სახელფასო პოლიტიკისა და ბადის პროექტის ფორმირება და დირექტორთა საბჭოზე წარდგენა;
** ადმინისტრაციული პროცედურების და სისტემების განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა;
** ორგანიზაციის შინაგანაწესის დანერგვის უზრუნველყოფა;
** "საია"-ს ხელმძღვანელი ორგანოების საქმიანობის ხელშეწყობა და ორგანიზაციის ლოგისტიკური და სამეურნეო მომსახურების უზრუნველყოფა; 
** წლიური და პროექტული აუდიტის ორგანიზების უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის IT უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა; 
** წევრებთან ურთიერთობის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და დირექტორთა საბჭოზე წარდგენა.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

** ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი სამართლის, ბიზნეს სამართლის და ადმინისტრირების, ეკონომიკის ან სხვა მომიჯნავე დარგებში; 
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; 
** საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და საპროექტო განაცხადების შედგენის გამოცდილება. 
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი; 
** დაგეგმვისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** რეზიუმე (CV);
** სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე შესრულებული);
** მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი.

კონკურსის ეტაპები:

** პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;
** შერჩეული კანდიდატი დასამტკიცებლად წარედგინება "საიას" გამგეობას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელფოსტის მისამართზე - anitabidze@gyla.ge 

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 25 იანვარი, 18:00 საათი.