სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

IT მენეჯერი

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს  კონკურსს  IT მენეჯერის პოზიციაზე.

 

პოზიციის დასახელება:  IT მენეჯერი

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

ძირითადი ფუნქციები:

- Windows file server-ის კონფიგურაცია, მართვა;

- WSUS სერვერის კონფიგურაცია განახლებების მართვა;

-  DHCP სერვერისა და DNS სერვერის კონფიგურაცია და მართვა;

- ოპერაციულ სისტემა Freebsd-ზე პროქსი სერვერის(Squid) კონფიგურაცია, მართვა და მონიტორინგი(Light Squid);

- Windows Server 2012 r2-ზე დომეინ კონტროლერის კონფიგურაცია და პოლისების განახლება (Active Directory,Group Policy);

- Vmware Esxi ვირტუალური გარემოს მართვა და ვირტუალური მანქანების რეზერვირება (Veeam Backup);

- რეგიონალურ ოფისებში პროექსის სერვერების კონფიგურაცია;

- ubiquiti unifi WIFI როუტერების კონფიგურაცია, როგორც რეგიონალურ ასევე ცენტრალურ ოფისში;

- Netflow და SNMP მონიტორინგის სერვერის (ManageEngine) კონფიგურაცია და მართვა;

- Cisco ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია (Site-to-Site VPN, Easy VPN,Access Control Lists,Inter Vlan Routing,Netflow,SNMP,VLAN);

- Netflow და SNMP მონიტორინგის სერვერის (ManageEngine) კონფიგურაცია და მართვა;

- ubiquiti unifi WIFI როუტერების კონფიგურაცია, როგორც რეგიონალურ ასევე ცენტრალურ ოფისში;

- ახალი მეილების შექმნა, წაშლა, პაროლის ცვლილება, სხვადასხვა მეილ ლისტების  შექმნა, მათი პერიოდული განახლება, მეილ სერვერის კონტროლი, მეილ სერვერის მომწოდებელ კომპანიასთან უშუალო კავშირი და პრობლემის შემთხვევაში შესაბამისი სამუშაოების გაწევა;

-  საიას რეგიონულ ოფისებისათვის საჭიროების მიხედვით კონსულტაციების გაწევა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემების დარგში.

- აღნიშნულ პოზიციაზე  მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

უნარ-ჩვევები:

ანალიტიკური აზროვნების უნარი;

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;

 

ეტაპები:

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე  ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 30 სექტემბერი, 18:00 საათი;

საკონტაქტო პირი: ირაკლი სვანიძე, ანა ტაბიძე

ელ-ფოსტა: isvanidze@gyla.ge