საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა (საია) ასოციაცია აცხადებს ტენდერს ვირტუალური სერვერისა და ყოველთვიური IT მხარდაჭერის მომსახურების შეძენაზე.
საია არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს.
ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: http://www.gyla.ge
ტენდერის ფარგლებში საია გეგმავს შეიძინოს ვირტუალური სერვერი შემდგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
1. 2 (ორი) ვირტუალური სერვერის გამოყოფა ვებ-გვერდისა და ორგანიზაციის მეილებისათვის;
2. მეილების შემთხვევაში 2.8 Ghz სიხშირის პროცესორის 2 ბირთვი, 6 GB ოპერატიული მეხსიერება, 40 GB მყარი დისკი;
3. ვებ-გვერდის შემთხვევაში 2.8 Ghz სიხშირის პროცესორის 2 ბირთვი, 5 GB ოპერატიული მეხსიერება, 110 GB მყარი დისკი;
4. მაღალი გარანტირებული ინტერნეტის სიჩქარე;
5. გარანტირებული სერვისის წვდომის შესაბამისი დრო;
6. სარეზერვო ასლი: ვირტუალური სერვერის ყოველკვირეული სრული სარეზერვო კოპირება, ასლის შენახვის ვადა - არანაკლებ 10 დღისა;
7. სერვერის დაცვა კიბერ შეტევების და შეღწევის საწინააღმდეგო სისტემით; საიას ვირტუალურ სერვერებზე განთავსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის სათანადო გარანტიები;
8. სერვერის მონიტორინგის შესაძლებლობა;
9. სერვისთან დაკავშირებული კონსულტაცია და ტექნიკური დახმარება;
10. კიბერ უსაფრთხოება: მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს კიბერ უსაფრთხოების UTM (Unified threat management) აპარატურული დაცვის სისტემა, რათა უზრუნველყოს სერვერზე და საიტებზე არასანქცირებული შეღწევის ალბათობის მინიმუმამდე შემცირება, სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპონენტები: Network Security - Firewall, Intrusion Prevention, Dos Protection, Antivirus, Web application Firewall;
11. კიბერ ინციდენტებზე რეაგირება: მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს საკუთარი კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების სერვისი CERT - შემსყიდველის ვირტუალურ სერვერზე მომხდარ სხვადასხვა კიბერ ინციდენტების პროტოკოლირება, კიბერშეტევების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება, მომხდარ ინციდენტზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება, სერვერის ტრაფიკის დეტალური პროტოკოლირება (Netflow). ინციდენტზე სწაფი რეაგირებისთვის მომწოდებლის CERT ჯგუფი უნდა იყოს საერთაშორისო CERT-ების გაერთიანების წევრი, CERT ჯგუფს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CERT ჯგუფის დასახელების, გაერთიანების წევრობის და სტატუსის შესახებ;
12. სერვერების და მასზე გაშვებული სერვისების 24/7 მონიტორინგი: ხელმისაწვდომობის შემოწმება, hardware-ის დატვირთა, ქსელის ინტერფეისის დატვირთვა, პარტიციებზე დარჩენილი თავისუფალი სივრცე, ოპერაციული მეხსიერების RAM-ის დატვირთვა და სხვა. შეფერხების აღმოჩენის შემთხვევაში დამკვეთან ავტომატური შეტყობინების გაგზავნა SMS-ით და ელ-ფოსტით.
ყოველთიური IT მომსახურება უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
1. Windows Server 2012 r2-ზე დომეინ კონტროლერის (Active Directory,Group Policy), DHCP სერვერისა და DNS სერვერის კონფიგურაცია და მართვა;
2. ოპერაციულ სისტემა Centos-ზე ფაილ სერვერის კონფიგურაცია, მართვა და ლოგირება;
3. ოპერაციულ სისტემა Freebsd-ზე პროქსი სერვერის(Squid) კონფიგურაცია, მართვა და მონიტორინგი(Light Squid);
4. Vmware Esxi ვირტუალური გარემოს მართვა და ვირტუალური მანქანების რეზერვირება(Veeam Backup);
- Cisco ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია (Site-to-Site VPN, Easy VPN, Access Control Lists, Inter Vlan Routing, Netflow, SNMP, VLAN);
- Netflow და SNMP მონიტორინგის სერვერის(Manage Engine) კონფიგურაცია და მართვა;
- Eset Endpoint Antivirus-ის სერვერისა (Eset Remote Administrator) და კლიენტების კონფიგურაცია და მართვა;
5. ახალი მეილების შექმნა, წაშლა, პაროლის ცვლილება, სხვადასხვა მეილ ლისტების შექმნა, მათი პერიოდული განახლება, მეილ სერვერის კონტროლი, მეილ სერვერის მომწოდებელ კომპანიასთან უშუალო კავშირი და პრობლემის შემთხვევაში შესაბამისი სამუშაოების გაწევა.
6. საიას რეგიონულ ოფისებისათვის საჭიროების მიხედვით კონსულტაციების გაწევა.
ყოველთვიური IT მომსახურების გამწევმა უნდა უზრუნველყოს საიასთან შეთანხმებით სამუშაო კვირის განმავლობაში საიას ცენტალურ ოფისში (მისამართი ჯ.კახიძის ქ. #15) 3 საათის განმავლობაში წარმომადგენლის ადგილზე მომხმარებლებისათვის საჭიროების მიხედვით დახმარების გაწევა.
ტენდერში მონაწილე პირმა უნდა უზრუნველყოს მუდმივ ოპერატიული მხარდაჭერა და შესაბამისი მომსახურების მოკლე ვადებში გაწევა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომელბმაც 2016 წლის 30 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე gyla@gyla.ge (გთხოვთ, საგანში მიუთითოთ „ტენდერი“) უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება ელექტრონული ფორმით რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
ა) კომპანიის დასახალება და კომპანიის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ხელმძღვანელ(ებ)ის სახელი და გვარი);
ბ) შემოთავაზების ფასები ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად;
გ) ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებისათვისაც კომპანიას გაუწევია მსგავსი მომსახურება და მისი წარსული გამოცდილება ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევის კუთხით;
დ) რეკომენდაცია რომელიმე ორგანიზაციისაგან რომლისთვისაც გაწეულია აქვს კომპანიას წარსულში მომსახურება.
შემოთავაზებები კომპანიას შეუძლია წარომადგინოს როგორც ცალ-ცალკე ვირტუალური სერვერის შეძენაზე ან ყოველთიური IT მომსახურებაზე, ასევე ორივე მომსახურებაზე ერთად.
ტენდერში შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი მომსახურების ხელშეკრულება.